ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დაბლოკილი ვიზიტები და ურთიერთობა მთავრობასთან – ზურაბიშვილის ხმაურიანი ინტერვიუ რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროსთან

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ინტერვიუ მისცა.

„რეი ფურლონგი: პოლარიზაცია საქართველოს პოლიტიკაში კიდევ ერთი საკითხია, რომლის შემცირების აუცილებლობასაც ხაზი გაუსვა ევროკომისიამ და თქვა, რომ მეტი ერთიანობაა საჭირო. როგორია ამჟამად თქვენი ურთიერთობა მთავრობასთან?

სალომე ზურაბიშვლი: დაბალ ნიშნულზეა, ასე ვიტყოდი. იმპიჩმენტის მცდელობის შემდეგ არსებობს დამოკიდებულება, რომ ისინი პრეზიდენტს აღარ აღიარებენ. ეს კი ძალიან ართულებს საჭირო ურთიერთობების შენარჩუნებას. ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა. კიდევ ერთხელ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ყველა უნდა მოეწონოს.

– რამდენადაც ვიცი, პრაღაში ვიზიტთან დაკავშირებით თქვენ მთავრობას აცნობეთ და მათ თანხმობა არ მოუციათ.

– მე მათ ევროპული დედაქალაქების სია გადავეცი, რათა 15 დეკემბრის გადაწყვეტილებამდე ყველა შესაძლო დახმარების მობილიზაცია მომეხერხებინა. ყველა მათგანზე უარი მითხრეს.

– დავაზუსტებ, აქ უნებართვოდ ხართ ხომ?

– დიახ, დიახ. აქ უნებართვოდ ვარ.

– შეიძლება, რომ იმპიჩმენტი გაიმეორონ? რას ფიქრობთ?

– არა, მიმაჩნია, რომ ამ ტიპის ვიზიტთან დაკავშირებით ორმაგი საფრთხე არსებობს და არ მგონია, რომ ამას მათთვისაც კი პოლიტიკური აზრი ჰქონდეს.“

იტვირთბა....