ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნუ გადააბიჯებს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას“ – ზარქუა პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს გამოხმაურა, სადაც მან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხის შესახებ კითხვას უპასუხა.

„გადავიდა უპრინციპოებთან, უთავმოყვარეო ხელმოცარულებთან, რომელთათვისაც სიტყვა სიტყვა არ არის, ღირსება ღირსება არ არის. დააკვირდით აბა, გუშინ ვინც შეიკრიბა, დიდი უმრავლესობა – პუფები, ხელმოცარულები, ზოგი ერთმანეთს აგინდებდა, სამარცხვინო იყო. პრეზიდენტი შემჩნეულია უკვე, დიდი ხანია იხრებოდა ამ მიმართულებით. ის აირჩია ქართველმა ხალხმა ჩვენი ხელშეწყობით. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ყველა დამნაშავე უნდა იყოს ციხეში, ნუ გადააბიჯებს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას, მერე ვერ დავიცავთ“, – განაცხადა ზარქუამ.

ზურაბიშვილის ინტერვიუ წაიკითხეთ ბმულზე.

იტვირთბა....