ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან “ქართული ოცნების” სიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიდის.
კალაძე აცხადებს, რომ ღარიბაშვილი კოალიციის საპარლამენტო სიაშიც სავარაუდოდ არ იქნება.
“არ არის სიმართლე. პრემიერთან არანაირი საუბარი და განხილვა არ ყოფილა ამ თემასთან დაკავშირებით. გუნდში ამაზე საუბარი არ ყოფილა”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ ღარიბაშვილთან კონსულტაციები არ გამორიცხა.
“ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა ის, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში”, – ამბობს კობახიძე.