ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები სამიტზე იკრიბებიან. მათ EU-ს გაფართოების საკითხზე უნდა იმსჯელონ.
სულ მალე გაირკვევა, მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი და გადავლენ თუ არა უკრაინა და მოლდოვა წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე.
უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა, მედიასთან სწორედ ამ ორი ქვეყნის შესახებ ისაუბრა.
„საქართველოს საქმე არის კარგად. ყველას უყვარს საქართველო…
[რაც შეეხება უკრაინას] გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. 3 პირობა 7-დან შესრულებული არ არის, ამიტომ ეს არ არის საკმარისი გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად. ეს პირობები უნგრეთის დაწესებული არ არის, ეს დააწესა ევროკომისიამ. თუ არ იქნება შესრულებული, არ მოხდება, შანსი არ არსებობს მოლაპარაკებების დასაწყებად“, – აღნიშნავს ორბანი.