საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე ისაუბრა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე – „თქვენ უარი განაცხადეთ მის შეწყალებაზე“ – პრეზიდენტმა უპასუხა:
„უარი არ განმიცხადებია… მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ. თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე. არამხოლოდ მან, შევარდნაძემაც დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.