ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მიხარია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა არის დოკუმენტზე, ჩათვალეთ, ჩემი ხელმოწერაც არის“ – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრის“ ეთერში ორბელიანების სასახლეში გამართული კამპანიის – „შენი ხმა ევროპას“ – შესახებ ისაუბრა.

„დამოკიდებულება ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ, პრეზიდენტების მიმართ უნდა ყოფილიყო ადეკვატური. ქალბატონმა პრეზიდენტმა მოიწვია პრემიერ-მინისტრები და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასეთი იყო დასაწყისში ფორმატი, მე გამიკვირდა, რომ ვერ გავიგე პრეზიდენტისგან პრეზიდენტების ან პრეზიდენტის მოწვევა. გამიკვირდა იმიტომ, რომ თვითონ რომ პრეზიდენტი ხარ, პირველ რიგში თანამდებობის პირებიდან და პოლიტიკოსებიდან უნდა გაგახსენდეს პირველ რიგში არა პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ პრეზიდენტი. ძალიან მინდა იქ ვიყო, ვიზიარებ იქ შეკრებილთა სულისკვეთებას, მაგრამ იმისთვის, რომ ყველასთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, რომ ინსტიტუტების პატივისცემა არის მნიშვნელოვანი, მე სამწუხაროდ მომიხდა თავის შეკავება იქ მისვლისგან. ძალიან მიხარია, რომ არის ეს შეკრება და იმედი მაქვს, რომ ეს არ არის უსაბაბო ზეიმი და საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს და მიაღწევს კანდიდატის სტატუსს…

სულისკვეთებას სრულიად ვიზიარებ. ნამდვილად მინდოდა იქ ყოფნა, მიხარია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ხელმოწერა არის ამ დოკუმენტზე. მიხარია, რომ ეს განხორციელდა იმიტომ, რომ მე შევახსენე ყველას, რომ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემა არის ყველას ვალდებულება და ასე მოხერხდა სააკაშვილის ხელმოწერა ამ დოკუმენტზე.

ჩათვალეთ, რომ ჩემი ხელმოწერაც არის მანდ. ფიზიკურად არ არის, მაგრამ ღია ეთერში ვამბობ, რომ ამ პეტიციას ხელს ვაწერ. ცოტა ძალისხმევის გაწევა მომიხდა, რომ ეს პეტიცია შესულიყო სააკაშვილთან საკანში და პრეზიდენტი, რომელიც დღეს იხდის სასჯელს თუ წამების მსხვერპლია მანაც მოაწერა ხელი. საქართველოში არ ყოფილა პრეზიდენტი, რომელიც არ ყოფილიყოს იმ ისტორიული გზის ერთგული და ყველას ხელმოწერის პარალელურად სააკაშვილის ხელმოწერაც მანდ უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....