„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, პოლიტ. ტექნოლოგ თანმოშე კლუგჰაფტის ჩამოყვანით, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ კვლავ ბინძური, ზიზღზე აგებული კამპანიის წარმოებას გეგმავს.
„არანაირი ევროპული გზის არჩევას ივანიშვილი წინასაარჩევნოდ არ აპირებს. ის კვლავ ბინძური, ზიზღზე აგებული, ნეგატიური კამპანიით ფიქრობს ფონს გასვლას ამ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნებზე. მოშე კლუგჰაფტი არის ის ადამიანი, რომელიც იდევნება, მათ შორის, არაკანონიერი საქმიანობის გამო ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში და იყენებს უკიდურესად მიუღებელ და ამორალურ მეთოდებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.