ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პრეზიდენტთან მივდივარ… ბევრი უცნაური ადამიანი იქნება და დავაკვირდები“ – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, დღეს ის მიდის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე.

„მიწვეული ვარ და შესაბამისად, ვსარგებლობ ამ შემთხვევით და მივდივარ. რა მოლოდინები მაქვს არ ვიცი. ვნახოთ, დავაკვირდეთ, ბევრი უცნაური ადამიანი იქნება. დაწყებული „გირჩით“ დამთავრებული ენჯეოებით ყველა იქ არის და მეტი უცნაურობა რა გინდათ, როდესაც ასეთი კომპრომერატია“, – ამბობს ხვიჩია.

შეგახსენებთ, ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს ყველა დროის ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში.

იტვირთბა....