პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, ე.წ. რუსული კანონის შესახებ ისაუბრა, რომელიც საზოგადოების დიდი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტიდან უკან გაიწვია.
„სამწუხაროდ, მარტში ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტთან დაკავშირებით არასწორი შთაბეჭდილებები შექმნეს, რადგან ყველა კარგად ხვდება, რომ იმ დროისთვის კანონპროექტი საქართველოსთვის მიუღებელი და შავი დღე თუ იყო, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის იგივე შემთხვევა იმავენაირად არ უნდა ინათლებოდეს ან პირიქით. ევროკავშირისთვის მისაღები კანონპროექტი თუ არის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვისაც არ ყოფილა შავი დღე. აშკარად გამოჩნდა, რომ მარტში აჟიოტაჟის რეალური მიზეზი არავის ჰქონია. ბოდიში უნდა მოიხადონ მათ, ვინც თავის დროზე საზოგადოებას არწმუნებდა, თითქოს დრამატული პროცესები ვითარდებოდა საქართველოში“, – განაცხადა სარჯველაძემ.