ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა
„საქართველოს ისტორიული მომენტი აქვს, ჩვენ ველოდებით მთავრობისგან ამ პირობების შესრულებას. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეადარონ რა გაქვთ ახლა – რუსეთის დიდი გავლენა, მთავრობა, რომელიც არ მიჰყვება ევროკომისიის რეკომენდაციებს და ა.შ. ამიტომაცაა არჩევნებზე აქტიური ჩართულობა საჭირო. ჩვენ ევროპარლამენტი უზრუნველვყოფთ იმას, რომ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ სრულიად საარჩევნო კამპანიას დავაკვირდეთ. სადამკვირვებლო მისიები, ეუთო/ოდირი ქართულ არჩევნებს დააკვირდება – ეს იქნება არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ისინი იქნებიან ყველა წერტილში, დააკვირდებიან მედია გარემოს, ყველაფერი მომზადებულია, მთავრობისგან მხოლოდ მოწვევაა საჭირო, ჩვენ ევროპარლამენტარები ჩამოვალთ, დავაკვირდებით არჩევნებს და ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ პროცესში,“ – თქვა კრამონმა „პირველებთან“ ინტერვიუში.