განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას სკოლებში ე.წ. ეროვნული შეფასების დაბრუნებს ისაუბრა.
„ალბათ ყველა თანხმდება, რომ სკოლებში აუცილებელია დავაბრუნოთ ე.წ ეროვნული შეფასება. ეს მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ მასწავლებელმა იცოდეს რა შედეგებზე გადის ის. ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის და რაც მთავარია, განათლების სამინისტროს, სისტემის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ აქტიურად დავიწყეთ პროცესი, რომელიც გულისხმობს, პირველ ეტაპზე მე-6 და მე-9 კლასებში შემოვიღოთ ე.წ სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომელიც სისტემას მისცემს ნათელ სურათს, თუ როგორ ვითარდება, რა დახვეწა და განვითარება სჭირდება სწავლას. ასევე გვინდა მე-12 კლასში უკვე იყოს განმსაზღვრელი შეფასება. ვფიქრობთ, შეფასებაში მოაზრებული იქნება ბავშვის ტრანზიციას სკოლიდან უმაღლეს ან პროფესიულ განათლებაში”, – განაცხადა მინისტრმა.
გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ პროცესი გაწერილია 2-3 წელზე და მოიცავს პილოტირებას და დანერგვის ეტაპებს. მისივე თქმით, პროცესი 2024 წელს დაიწყება და 2027 წელს დასრულდება.