ახალი საკანონმდებლო პაკეტით საქართველოში, 3-დან 6-წლამდე ავტომობილები აქციზის განაკვეთის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 8 და 8 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც. აღნიშნულ საკითხზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განმარტება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
“ამასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართა ფინანსთა სამინისტროსთან. შესაბამისი ცხრილი, რაც წარმოდგენილია, შეიცვლება – კუბადურის მიხედვით, 12 წლის ავტომობილის განბაჟება 70 თეთრი იქნება, 12 წლის ქვევით – 50 თეთრი, ხოლო ხუთი წლიდან ისევ დაიწყებს გაძვირებას. სეგმენტი, რაც იაფი მანქანებისთვის იყო ორიენტირებული, გარკვეული შეღავათებისათვის, გათვალისწინებული იქნება, რათა მოსახლეობისთვის ავტომობილების შეძენა შესაძლებელი იყოს. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, არ მოხდეს ავტოპარკის დაძველება, ამიტომ 12 წლიდან ეტაპობრივად, ხოლო 14 წლიდან კრიტიკულად გაძვირდება ავტომობილების განბაჟება, კუბადურის მიხედვით”, – განმარტა შალვა ხუციშვილმა საკომიტეტო მოსმენისას.
guardian.ge