გიორგი ტატიშვილი, საზოგადოებისათვის ცნობილი როგორც მაცაცო, რომელიც წარსულში ერთსქესიანთა ქორწინების ინიციატივით გამოვიდა, პროკურატურაში ფარული ვიდეოკადრების საქმეზე დაიბარეს. მისი დაკითხვა გაზეთ „ქრონიკა+“-ისათვის მიცემულ მორიგ სკანდალურ ინტერვიუს ეხება.
ტატიშვილის მტკიცებით, ის არის ერთ-ერთი თვითმხილველი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ის არის ერთ-ერთი მოწმეთაგანი, რომელსაც გარკვეული ტიპის ინფორმაცია გააჩნია ფარული კადრების გავრცელების, მონტაჟისა და კავშირების შესახებ. ტატიშვილი აცხადებს, რომ მზადაა პროკურატურასთან ითანამშრომლოს და მათ კონკრეტული სახელები დაუსახელოს.
„მე ვარ ერთ-ერთი მოწმეთაგანი, რომელსაც გარკვეული ტიპის ინფორმაცია გააჩნია ფარული კადრების, გავრცელების, მონტაჟის და კავშირების შესახებ. აქედან გამომდინარე დღეს ეს ინფორმაცია ცნობილი გახდება. ჩემი ინფორმაციით, საკითხი შეეხება სახელმწიფო გადატრიალების თემატიკასაც, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო შინაარსობრივად ქართულ ჯართან მიმდინარე პრობლემებთან საუბარი. ეს არის ერთი მთლიანი კომპლექსური გეგმა.“ – განაცხადა ტატიშვილმა.
საზოგადოებას შევახსენებთ, როგორც ლგბტ უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიერ უკანასკნელ ხანს გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, ტატიშვილის საკონსტიტუციო სარჩელი პროვოკაციული ხასიათისაა, რომ ამით ის პოპულარობის მოპოვებას ცდილობს და საერთო არაფერი აქვს ლგბტ თემის ინტერესებთან.
ამჟამად, ტატიშვილი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. სისხლის სამართლი საქმე თაღლითობის ფაქტზეა აღძრული, რისთვისაც მას პატიმრობა ემუქრება.
სავარაუდოდ, მთავარი პროკურატურაში, ტატიშვილის დაკითხვის შემდეგ, კომენტარს გააკეთებენ.