ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ინაშვილი საგარეჯოს არჩევნებზე: „ხიდაშელი ივანიშვილს აშანტაჟებდა“

 

საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის მებრძოლი ირმა ინაშვილი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიებაზე გავლენა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა იქონია.

„პროკურატურა იყო თინა ხიდაშელის გავლენის ქვეშ.  თინა ხიდაშელმა იშანტაჟა ივანიშვილთან და ხელისუფლებასთანაც. მათ უყენებდა პირდაპირ არჩევანს –  მე, ან ეს გამოძიება, ან თქვენი დაზიანებული იმიჯი დასავლეთში, ან ეს გამოძიება. ვარშავის სამიტის წინ, ის  პედალირებს ყოველთვის ამით, რომ თავდაცვის მინისტრზე როგორ შეიძლება საქმე ყოფილიყო აღძრული და როგორ შეიძლება კითხვის ნიშნები  არსებულიყო მასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ დაიხურა ეს საქმე. დაიხურა, მაგრამ კითხვები ღიაა და ამ კითხვებზე უპასუხებს ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც განსხვავებით პროკურატურისგან, მოწმეებიც ნახა, ფაქტებიც ასახა ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში და რა თქმა უნდა ეს გამოძიება საზოგადოებას გააცნობს რა მოხდა რეალურად საგარეჯოში. სულ ერთი თვის მანძილზე გაგრძელდა ეს გამოძიება, რეკორდული ტემპებით წარიმართა. თუ ვინმე ჰგონია, რომ მე მაქვს პრეტენზია რიგით გამომძიებელთან, ან თუნდაც მთავარ პროკურორთან, ცდება. მე ლმობიერად ვარ განწყობილი ამ პროკურორების მიმართ. იმიტომ, რომ ვიცი რა დიდი წნეხის ქვეშ იყო მოქცეული პროკურატურა, ვიცი რა ხდებოდა „ქართული ოცნების“ კულუარებში. ვიცი რა შანტაჟი მიდიოდა „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან. თინა ხიდაშელი პირდაპირ ულტიმატუმს უყენებდა ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილს. ის ამბობდა, რომ ან დაიხურება ეს საქმე, ან მე შევუერთდები „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ლიდერებს, რომლებიც აზიანებენ თქვენს იმიჯს დასავლეთში. ანუ გავალთ კოალიციიდან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დასავლეთში მოვახდენთ თქვენი იმიჯის საბოლოოდ დამარხვას. ეს თემა უკვე სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების საკითხებთან იყო დაკავშირებული. ხელისუფლება რა არჩევანს გააკეთებდა? ივანიშვილისთვის ძალიან წონიანი კი არ არის „რესპუბლიკური პარტია“, ივანიშვილი ძალიან ფრთხილი კაცია საერთოდ და დამოკიდებულია „რესპუბლიკურ პარტიაზე“, რომლებიც არწმუნებენ, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ დასავლეთში და მხოლოდ ეს ჯგუფია, რომელიც დასავლეთს ელაპარაკება და ამ შემთხვევაში ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა არა სიმართლის და ირმა ინაშვილის მხარეს, არამედ „რესპუბლიკური პარტიის“ სასარგებლოდ და საქმეც დაიხურა“. – აცხადებს ინაშვილი.

შეგახსენებთ, საგარეჯოს არჩევნების გამოძიების საქმე მთავარმა პროკურატურამ დღეს დახურა.

 

იტვირთბა....