ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი იქნება – იზრდება სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებულთა ხელფასები

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯები გასულ წელთან შედარებით, თითქმის 3 მილიარდი ლარით იზრდება.

ამ თანხიდან კი სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული მოხელეების ხელფასები 2.57 მილიარდი ლარით განისაზღვრება, რაც წინა წელთან შედარებით 340 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

„2024 წელს იზრდება პენსიები და სოციალური გასაცემელები. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა არის განათლების მიმართულებით და ჯამში, განათლების სექტორს 600 მლნ ლარამდე თანხა ემატება, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტების მიმართულებით. ასევე, დაახლოებით, 250 მლნ ლარი დამატებით იქნა გათვალისწინებული თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებაზე, ჯამში, წელს მიიმართება 6,7 მილიარდი ლარი. მნიშვნელოვანი ზრდები იყო სხვადასხვა ეკონომიკური პროგრამების განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 27 ნოემბერს მთავრობის სხდომის შემდეგ.

2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი იქნება.

იტვირთბა....