ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სააკაშვილს კისერში მოვკიდებდი ხელს და ან გლდანის ციხეში წავიყვანდი, ან რუსთავში, ერთი წელია ბაირამობს“ – ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, „პალიტრის“ ეთერში, სხვადასხვა თემასთან ერთად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

„თაღლითი და მავნებელია მიხეილ სააკაშვილი. ახლა ხომ გამოჩნდა, რომ არანაირი დემენცია, კახექსია… რა უქნა ერთი წელი ქვეყანას. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მოვკიდებდი კისერში ხელს და წავიყვანდი, ან გლდანის ციხეში, ან რუსთავში. ციხეშია ჩასასმელი! ერთი წელია ბაირამობს. რა კახექსია და დემენცია. ვკვდები, ერთი კვირა დამრჩა… ეს კაცი არის მავნებელი!

ლევან იოსელიანი არაფერ შუაშია. ნინო ლომჯარიამ შექმნა კომისია და ერთი წელი „გვაბოლებდნენ“, რომ კვდებაო. სტრასბურგის გადაწყვეტილებაა, რომ არაფერი სჭირს მიხეილ სააკაშვილს. წამოწვა იქ ორ ოთახიანში და დედა უტირა ამ ქვეყანას. აქედან ბიძინა ივანიშვილი და მისი „ოცნება“ ხრავს ამ ქვეყანას და იქიდან დედა უტირა სააკაშვილმა! ერთი წელი აჯანჯღარა ეს ქვეყანა და მარტო თავის ჯანმრთელობაზე ალაპარაკა. საჩუქარი გაუკეთა „ქართულ ოცნებას“, ერთი წელი სხვა სალაპარაკო თემა არ ჰქონდა.

ასე სამედიცინო მეთვალყურეობა გვჭირდება ყველას ამ ქვეყანაზე. ეს ორივე პარტია ოპოზიციაში უნდა გადავიდეს. ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ როგორ გადაბობღდნენ 5%-იან ბარიერზე. ამ დროს არის დიდი ეროვნული მიზანი – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან თუ არ გავუშვით, ამათ ვეღარასოდეს გავუშვებთ. მეოთხედ იქნება არჩეული „ქართული ოცნება“, წარმოგიდგენიათ?“,- განაცხადა ელისაშვილმა.

იტვირთბა....