საკანონმდებლო ორგანოში, პირველი მოსმენით, “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.
პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, იმყოფებოდა.
„თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ რელიგიურ ნორმას, რომელიც პრივილეგიას ანიჭებს რომელიმე რელიგიურ კონფესიას. თუ აქამდე მღვდელმსახურისათვის გადავადების საფუძველი სტატუსი იყო, დღეს ყველა რელიგიის მღვდელმსახურისათვის მათთვის სავალდებულო იქნება ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა“, – განაცხადა მან.