ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თან ვარჯიში, თან სწავლა” – თავდაცვის მინისტრის მოადგილე კითხვაზე: როგორ უნდა შეათავსოს სტუდენტმა ჯარი და დისტანციურად სწავლა?

საკანონმდებლო ორგანოში, პირველი მოსმენით, “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იხილავენ.

პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, იმყოფება.

კითხვაზე – როგორ უნდა მოახერხოს სტუდენტმა სავალდებულო სამსახურისა და სწავლის შეთავსება იმ შემთხვევაში, თუ ის დისტანციურად იღებს განათლებას უცხოეთის სასწავლებელში? – გიორგაძე ასე პასუხობს:

„ის ახალგაზრდა, რომელიც სწავლობს დისტანციურად, ბაზაზე იქნება? არ უნდა შეეშალოს ხელი ამ კუთხით. ეს მისი არჩევანია, თუმცა შეუძლია ყველაზე მსუბუქი ვარიანტი – სპეციალურად სტუდენტებისათვის შექმნილი პროგრამა, ზაფხულობით, ერთი თვე 4 წლის განმავლობაში… თან ვარჯიში და თან სწავლა, რაც გითხარით, ეს არის.“

იტვირთბა....