aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარფში 146 000 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში “სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვებით შემკობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 171 გრამი) გამოვლინდა.

უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 146 000 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

იტვირთბა....