ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოვითხოვთ, ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს” – ფოთის და მცხეთის საკრებულოს ფრაქცია ენმ

ფოთის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია სოციალურ ქსელში წერს.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე,დაპირისპირებების გაღრმავებაზე და უამრავ დაგროვილ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს.

ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების (ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება- მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და “ქართული ოცნების” ნარჩენებით პარტიის გავსება , რითაც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია.

იმისათვის, რომ პარტიაში და პარტიის ამომრჩევლებში არ იყოს უსამართლობის განცდა და გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები, რათა ერთიანი ძალებით გავიდეთ ბრძოლის ველზე ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ, ამისათვის მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა,რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს, რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას, – წერს ცხვიტარია.

ხაბეიშვილის გადადგომის შესახებ მოთხოვნას უერთდება მცხეთის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობაც”:

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები”
კახაბერ წოწინაშვილი, გიორგი სარდლიშვილი, ვეფხო მილაძე.

მივიჩნევთ, რომ ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარეობისა და ამჟამინდელი მენეჯმენტის პირობებში, პარტიის ერთობა არის შეუძლებელი, ამას ამტკიცებს მათი ქმედებები ბოლო 10 თვის განმავლობაში, მათ მიერ კრიზისის არაღიარება და დღეს გაკეთებულო განცხადებები, რომ არჩევნები ჩატარდება 2025 წელს.

2024 წელს, გადამწყვეტ არჩევნებში, პარტია ვერ შევა გახლეჩილი, ვერ აჩვენებს ღირსეულ შედეგს ლევან ხაბეიშვილის მართვის პირობებში,

შესაბამისად, ვითხოვთ, გადადგეს თავმჯდომარე, რომ გახდეს ერთობა შესაძლებელი, – წერს ფრაქცია.

იტვირთბა....