ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ, „ქართულ ოცნებასთან“ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ჩართულობის საკითხზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი პოზიცია ჰქონდეს. არ შევიქმნი მოლოდინს, რომ ერთიან პოზიციას მივაღწევთ, თუმცა გვაქვს კონსულტაციები, რათა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის საკითხზე ერთიან პოზიციას მივაღწიოთ. ინკლუზიურობა, რაც არის ევროკომისიის რეკომენდაცია, ითვალისწინებს ოპოზიციის ჩართულობას, მისი აზრის გათვალისწინებას და არა უკვე მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ფაქტის წინაშე დაყენებას. ეს არის არა თანამშრომლობა, არამედ ხელის გადაგრეხით უმრავლესობის ნების გატანა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.