ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა უკრაინის EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს“ – მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ, უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრა.

„უკრაინა შთამბეჭდავ ძალისხმევას იჩენს და ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენციამ დაადასტურა, რომ უკრაინას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მყარი საფუძველი აქვს,“ – აღნიშნა მეცოლამ.

მისივე თქმით, EU-ში გაწევრიანების პროცესი არ არის მხოლოდ ევროპული კანონებისა და წესების ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანა, ეს ქვეყნის საზოგადოებაში გარდაქმნებს მოითხოვს.

იტვირთბა....