ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გამაოგნებელია” – „ყვარლის ევროკლუბის” 4 წლის იუბილეზე ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მივიდა

„ყვარლის ევროკლუბი“ 4 წლის გახდა.

ამ თარიღის აღსანიშნავად, ყვარელში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჩავიდა.

ის ახალგაზრდებს შეხვდა.

ამასთან, იუბილეზე არ ყოფილან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

„გამაოგნებელია, რომ ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა…

იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი მიღწეული იყოს, საჭიროა ყველას ჩართულობა. რაც არ უნდა იყოს, მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში არის დარწმუნებული, თუ იცის, რეალურად, რა მომავალი უნდა თავისი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს მიზანს.

ხშირად კითხვას ვსვამთ, როგორ გადავრჩით და როგორ მოვედით დღემდე? – იმიტომ გადავრჩით, რომ ყველა ადგილს ჰქონდა თავისი ძალა, თავისი იდენტობა, თავისი თავდაჯერებულობა…

ის, რომ დღეს აქ ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა სხვადასხვა მიზეზის გამო, ესეც გამაოგნებელია მაშინ, როცა ასეთი საზოგადოება ჩამოვიდა თბილისიდან და პატივს სცემს თქვენს წამოწყებას. თქვენი წამოწყება არის პირველ რიგში ადგილობრივი ინიციატივა, ახალგაზრდების ინიციატივა, სამოქალაქო ჩართულობა, რომლის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ დგას თავის მყარ საფუძველზე. რაც შეგვიძლია თქვენს გვერდით ვიდგებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....