About us ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაყალბება, ტყუილი, ადამიანების დაშინება “ქართული ოცნების” დნმ-შია” – ბადრი ჯაფარიძე

პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხის ხმების მოსყიდვის მცდელობას ასე აფასებს და აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნების თავისუფლად და დამოუკიდებლად ჩატარებაში დიდი როლი საერთაშორისო თანამეგობრობას ეკისრება.

“გაყალბება, ტყუილი, ადამიანების დაშინება, მოსყიდვა “ქართული ოცნების” დეენემშია. ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს რუსული ხელისუფლების ინტერესებით, საკუთარ წეს-ჩვეულებას არ უღალატებს, ამიტომ ეს მოსალოდნელი იყო. მაგრამ ეს “ქართულ ოცნებას” დამარცხებისგან ვერ გადაარჩენს, რადგან ჩვენ გვეყოლება ბევრი დამკვირვებელი მეგობარი ქვეყნებიდან. ამავდროულად, ცალსახად იქნება პოზიცია, რომ არავითარ შემთხვევაში არჩევნები ლეგიტიმურად არ იქნება გამოცხადებული, თუ ჩვენ ვნახავთ იმავე ტიპის დარღვევებს, რაც 2020 წელს ვნახეთ. თუ კი გადავლენ ზღვარს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი და მტკიცე საზოგადოებისგან და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომელიც მათ არ მისცემს საშუალებას, რომ მიიტაცონ ხმები”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

იტვირთბა....