ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„როდესაც ვსაუბრობ თავმჯდომარის არაკვალიფიციურობაზე, სწორედ ამას ვგულისხმობ, რაც გუშინ ნახა მთელმა საქართველომ“ – გიორგი ონიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში წერილობითვე უპასუხა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ ხელწერილით დაწერილ კითხვას: „ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი?“

„არ არის, არ წარმოადგენს“ – ასეთი იყო ხაბეიშვილის პასუხი.

აღნიშნულ ამბავს ენმ-ს წევრი, გიორგი ონიანი გამოეხმაურა.

„8 თვის განმავლობაში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი, არა მხოლოდ ნიკა მელიას გუნდის წევრები, აი, მე მაგალითად,გამსვლელებში ნამდვილად არ მოვიაზრები და ვარ ადამიანი, რომელსაც გამაჩნია პრეტენზიები ამ მენეჯმენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ წინ არ წაიყვანეს ეს პარტია, მათ ამ 8 თვის განმავლობაში არაფერი გააკეთეს ერთიანობისთვის, პირიქით, ჩაკეტეს კარი და რაღაც კლუბად აქციეს. საბოლოო ჯამში, გუშინ საერთოდ რაღაც ცირკი ვნახეთ, შაპიტო”, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. როდესაც ვსაუბრობ თავმჯდომარის არაკვალიფიციურობაზე, სწორედ ამას ვგულისხმობ, რაც გუშინ ნახა მთელმა საქართველომ. მე მინდა, ენმ, რომელიც იქით შემოდგომაზე დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. ლევან ხაბეიშვილის პირობებში ასეთი ენმ, სამწუხაროდ, არ არსებობს და ამას ყველა ერთად ვხედავთ. ამიტომ, გადაწყვეტილება არის მისაღები ძალიან მკვეთრი, ძალიან მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, პირველ რიგში. მან, ჩემი აზრით, ამდენი ხნის განმავლობაში დაინახა, იმიტომ,რომ 23-ში, მისი პუნქტები რაც იყო, იქ იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობაზე საუბარი და ერთიანობის შემთხვევაში წარმატებაზე. უნდა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში ეს პარტია აქამდე მოიყვანეს და რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ერუდიცია, განათლება“, – განაცხადა ონიანმა.

იტვირთბა....