ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ხალხი დავიცვათ” – ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს

ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ხალხი დავიცვათ – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

“ვაფასებ უკრაინასთან თქვენს სოლიდარობას ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ბევრი ტანჯვა გადაიტანეს. ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი დავიცვათ” – წერს ზელენსკი.

იტვირთბა....