ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დამიჯერეთ, საკადრის, ღირსეულ პასუხს მიიღებენ, დაგველოდეთ…“ – ბაჩო დოლიძე თანაპარტიელებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილი, ნიკა მელიას გუნდი, ენმ-ს მიერ წარმოდგენილ მანიფესტს არ შეუერთდა.

პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტი აცხადებს, რომ ამით მან პარტიის მიღმა დაიყენა თავი.

აღნიშნულ საკითს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე.

„მაშინ, როდესაც პარტიის ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი გველაპარაკება მგლის ბილეთზე; მაშინ, როდესაც ლევან ბეჟაშვილი აღიარებს, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ უბრალოდ ის ადამიანები იყვნენ გარიცხულნი, ამასთან დაკავშირებით, დამიჯერეთ, საკადრის, ღირსეულ პასუხს მიიღებენ. დაგველოდეთ, ძალიან მალე, აი, ამ ორ ადამიანთან მიმართებაში, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ჩვენგან საკადრისი, ღირსეული პასუხი იქნება. კიდევ ერთხელ, დაგველოდეთ, გადაწყვეტილება იქნება. წერტილი დაესმება ამ ყველაფერს ძალიან მალე. ნიკა მელია მალე გამოჩნდება. მე გაძლევთ პირობას, რომ ამ ყველაფერს წერტილს დავუსვამთ ძალიან მალე. შესაბამისად, განცხადებები იქნება, ჩვენი პოზიციები იქნება ცნობილი, დაელოდეთ“,- განაცხადა დოლიძემ.

იტვირთბა....