ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვინც გააგრძელებს იგივე დაპირისპირების კამპანიას პარტიასთან, ის თავს დატოვებს, როგორც ახლა არის, პარტიის გარეთ“ – ჭიაბერაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „პალიტრის“ ეთერში ენმ-ს მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტსა და შიდაპარტიულ პროცესებზე ისაუბრა.

„პარტიაში მე პრობლემებს ვერ ვხედავ. პარტიაში არის აბსოლუტურად საქმიანი განწყობა და მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩვენ განვლილი თვეების განმავლობაში ვხედავთ პარტიაზე გარედან დარტყმებს, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად მოიაზრებენ და ეს მანიფესტი ძალიან კარგი და ღია პლატფორმაა იმისთვის, რომ ეს ამბიციები და გარკვეული ტიპის, თუნდაც წარსულის წყენები გვერდზე გადაიდოს. პარტიის აბსოლუტურად ლეგიტიმურად არჩეული ყველა ორგანო – თავმჯდომარიდან დაწყებული, რეგიონული ორგანიზაციებით დამთავრებული, მზად არიან იმისთვის, რომ ჩვენ გავერთიანდეთ და მოვახდინოთ კონსოლიდაცია. ის, ვინც გააგრძელებს იგივე დაპირისპირების კამპანიას პარტიასთან, ის თავს დატოვებს, როგორც ახლა არის, პარტიის გარეთ“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ენმ-ს მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტს გაეცანით ბმულზე.

იტვირთბა....