სახელმწიფო ბიუროკრატია კერძო ფონდს სოციალურად დაუცველთა დახმარებაში ხელს უშლს.
კერძოდ, უწყებამ დახმარების მსურველ ფონდს – „ააიპ ფონდი ახალი სიცოცხლე“ – სოციალურად დაუცველი ადამიანების პირადი მონაცემების მიწოდებაზე არაერთგზის უთხრა უარი.
საქველმოქმედო ორგანიზაციამ „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს“ რამდენჯერმე მიმართა. მიმართვის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ დახმარების კამპანიის საუკეთესოდ დაგეგმვა იყო.
უარის მიზეზად უწყებამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ცალკეული მუხლებით გათვალისწინებული რეგულაციები დაასახელა.
„მეტრონომს“ აქვს ინფორმაცია, რომ „ახალ სიცოცხლისგან“ განსხვავებით, სოციალური მომსახურების სააგენტო ბენეფიციართა პესონალურ მონაცემებს სხვა საქველმოქმედო ფონდებს აწვდის, რაც აქარწყლებს უწყების მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს.
„მეტრონომმა“ ამ კითხვით მიმართა როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს, ისე მის ზემდგომ უწყებას, ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა მათ ამ კითხვისთვის არ უპასუხიათ.
ამრიგად, სრულიად გაუგებარია, რატომ უშლის ხელს სააგენტო ფონდს კეთილშობილური მიზნის განხორციელებაში.
ამასთან, აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი ბიუროკრატიული სისტემის მოუქნელობას, რაც აყოვნებს გამოთხოვილი ინფორმაციის მიღებას. ასევე ყურადსაღებია სისტემაში მომუშავე პირების გულგრილი დამოკიდებულება მათი სერვისის მომხმარებელთან მიმართებით. ჩვენს შემთხვევაში, მათ კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდეს და მხოლოდ ზოგადი, უკვე მოწოდებული ინფორმაციის განმეორებით შემოიფარგლნენ. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი ჩვენს „თავიდან მოშორებას“ ცდილობდნენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მეტ დეტალს გაეცანით ბმულზე