ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ შეცვლიან ბარიერს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ცვლილებას” – სამადაშვილი

“თუ შეცვლიან ბარიერს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ცვლილებას, თუ არ შეცვლიან ყველა შემთხვევაში შევცვლით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას” – ამის შესახებ “ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

“როგორც კი გაიცა ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნების ჩამონათვალი -12 მოთხოვნის, ამ დღიდან „ლელო“ არის ძალიან აქტიურად ჩართული მოთხოვნების შესრულებაში. ჩვენ დაინიცირებული გვაქვს პარლამენტში არაერთი კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებასთან. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მოვუწოდოთ „ქართულ ოცნებას“ ახლა მაინც შეწყვიტოს საბოტაჟი და დაიწყონ მაგალითად „ლელოს“ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა პარლამენტში, ეს იქნება ნაბიჯი ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების მიმართულებით.
“ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან ცრუ მოლოდინი, რომ ბარიერს არ დაწევს და ამით გადაუნაწილებელ ხმებს თვითონ მიითვისებს. საზოგადოებას რომ ესმოდეს, „ქართული ოცნება“ ერთადერთი მიზეზით ამბობს უარს ბარიერის დაწევაზე, რომ მოიპაროს მორიგ ჯერზე თქვენი ხმები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბარიერი დარჩება 5%-ზე, თუ დაიწევა ან გაიზრდება, საზოგადოებას უკვე იმდენად სჭირდება რუსული ხელისუფლების თავიდან მოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან, რომ „ქართული ოცნება” შემდეგ არჩევნებზე ვერანაირი კონფიგურაციით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ამიტომ, თუ შეცვლიან ბარიერს ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ცვლილებას, თუ არ შეცვლიან ყველა შემთხვევაში შევცვლით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას” – განაცხადა სამადაშვილმა.

იტვირთბა....