2 დღის წინ, მომღერალი კოსტა სანიკიძე საკუთარ სახლში დაჭრეს. აღნიშნულ ფაქტზე 24 წლის გიორგი გველესიანია დაკავებული.
მისი სასამართლო პროცესი დღესაა დაგეგმილი, თუმცა ის ამ დრომდე არ დაწყებულა. გველესიანი ადვოკატის გარეშე დარჩა.
„ – არ გინდა დაგიცვა? – მიმართა ლევან დავითაიამ გველესიანს, რაზეც ბრალდებულმა თქვა: „ – ადვოკატი მეგონე, მტერი ყოფილხარ“.
გველესიანის ოჯახი ახალ ადვოკატს ეძებს.
წყარო: „ტვ პირველი“