„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა.
„თუ ვინმეს არ უნდა ამ ქვეყანაში მშვიდობა, ეკონომიკური წარმატება და ქვეყნის აყვავება, ეს არის რუსეთი და ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. მათ ყველაზე ბრიყვული და არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც უკრაინის ომის შემდგომ ფსონი დადეს რუსეთის გამარჯვებაზე. ამ შემთხვევაში, მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც “ქართული ოცნების” პოლიტიკაზე იღებს გადაწყვეტილებას. საპარლამენტო გუნდზე არ ვლაპარაკობ. გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აღარ დარჩა არანაირი საღი აზრი. თავდაპირველად კითხვის ნიშანი არ არსებობდა მათ პროევროპულობაზე, ბზარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ღარიბაშვილი დააბრუნა და უკრაინის შემდგომ საერთოდ ჭკუიდან გადავიდა „ქართული ოცნება“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.