ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მიხეილ სააკაშვილმა პირველი ადგილისთვის რომ იბრძოლოს, ბევრი ზღაპარი აქვს მოსაყოლი“ – ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ არა საპატიო მეორე, არამედ პირველი ადგილისთვის იბრძოლებს.

„არსებობს პარტიათა დიდი ნაწილი, რომლებიც უბრალოდ იმის გამო, რომ ახლა წინასაარჩევნო კონსტრუქცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის – არ ვიცით, ვინ ვისთან არის, ვინ რომელ კოალიციაშია, რამდენპროცენტიანი ბარიერია, ვინ რას უჭერს მხარს, პოზიციების გამოხატვისგან იკავებს თავს. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იკავებს თავს. დღეს დაიწყო რაღაცებზე საუბარი, ეროვნული ბანკი და სხვა.

მეორე ადგილისთვის რომ არ იბრძოლოს მიხეილ სააკაშვილმა და პირველი ადგილისთვის იბრძოლოს, ამისთვის მიხეილ სააკაშვილს ბევრი ზღაპარი აქვს მოსაყოლი. ათას ერთი ღამის ზღაპრები რომ წარმოვიდგინოთ, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად ერთ ამბავს უნდა ჰყვებოდეს. ამბავი პირველი – როგორ შევქმენი პროკურატურა; ამბავი მეორე – როგორ შევქმენი სასამართლო; ამბავი მესამე – ეკონომიკის სამინისტროს როგორ ვმართავდი; ამბავი მეოთხე – გუბერნატორებს რა როლი ჰქონდა ჩვენ დროს; ამბავი მეექვსე – სპეცდანიშნულების რაზმების ხელმძღვანელობა როგორ ხდებოდა და როგორ ხდებოდა ისეთი დავალებების მიცემა, რომელიც საჯარო არ იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იტვირთბა....