ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეკონომიკურად რუსეთის მხრიდან ვართ ოკუპირებული” – ხაზარაძე

პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე “ტვ პირველის” ეთერში საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ფაქტორზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის მიერ გატარებული რუსული პოლიტიკის დამსახურებით ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან.

მამუკა ხაზარაძე “საჯარო პოლიტიკის” ეთერში ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ქვეყანაში არსებულ სტრატეგიული პროდუქციის ექსპორტს არასტაბილური ქვეყნის ბაზარზე დაბალი ფასებით აწარმოებს.

დღეს ჩვენ პრაქტიკულად ეკონომიკური კუთხით ვართ ოკუპირებული რუსების მხრიდან. ეს არის რეალობა, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” ნაბიჯ-ნაბიჯ შეგვიყვანა. დაწყებული ანაკლიის პორტიდან, 4 წელი არის გასული და არაფერი არ ხდება. ყოველ თვე ახალი დაპირებები აქვთ. რაც ყველაზე მთავარია, ქართული ეკონომიკის მიმაგრება მთლიანად რუსულ ეკონომიკაზე. უვიზო რეჟიმი, რამაც გამოიწვია თითქმის 2 მილიო მოქალაქის შემოსვლა საქართველოში და დღეს, ვინც ცხოვრობს საქართველოში რუსი მოქალაქე, თითქმის 7%-ია მთელი ქვეყნის. მეორე, პირდაპირი ფრენების აღდგენა, რომელმაც პრაქტიკულად გაასამმაგა ეს შემოსვლა ისეთი ქალაქებიდან, რომლიდანაც საბჭოთა კავშირის დროსაც არ ხდებოდა შემოსვლა. ამას დაამატეთ ხორბალი და ბენზინი, რომელიც არის რუსეთიდან. ჩვენი სტრატეგიული პროდუქცია, ღვინო გადის რუსეთში და ვყიდით ლიმონათის ფასად ყველაზე არასტაბილური ქვეყნის ბაზარზე” – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

როდესაც რუსეთი გიკლავს საკუთარ მოქალაქეს, გიხსნის სამხედრო ბაზას ეს ნიშნავს, რომ კაპიტულაციაა გამოცხადებული.

ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა აკრძალო, სხვანაირად ოკუპაციას ვერ შევაჩერებთ. როცა რუსების ხელში ვარდება ჩვენი მიწა უამრავი მაქინაციის მეშვეობით. სანომრე ნიშნებით შეცვლა აკრძალა ევროკავშირმა. მას აქვს ვიზის რეგულირება. ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ კადიროვის მანქანებით არ შემოგიშვებთ და ბასლაინზე არ გაგატარებთ. მე ვიცი სტუმარი, ტურისტიც, მაგრამ ოკუპანტი რომ ჩამოდის და მიყურებს როგორც რესტორანს, მე ამას ვერ მოვითმენ.

მე მინდა, მაყურებელს კითხვა დავუსვა, რაიმე შეიცვალა ამ 12-პუნქტით თქვენს ცხოვრებაში ან ამ ქვეყანაში? არაფერი შეცვლილა. რამე იგრძენით, რომ თუნდაც სასამართლოში კლანი აღარ არის. მაგრამ გვაძლევენ სტატუსს, რადგან რომ არ მოგვცენ სტატუსი, მოსახლეობა მათ ეტყვის, რომ ჩვენ ამდენი ვიბრძოლეთ და ამ მთავრობისთვის ისტორიულ შანსს რატომ გვაკარგვინებთ. ეს სტატუსი ეკუთვნის ქართველ ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მთავრობა არაფრის ღირსი არ არის, მოსახლეობამ სტატუს იმსახურებს.

ესენი ხომ გადაბმული და-ძმასავით არიან – ქოცნაცობაზე თქვა. ეს ხელისუფლება ქართველი ხალხისთვის არ არის.

პირველი ბიძინა იქნება ივანიშვილი, რომელიც ამათ თავებს წააცლის. ზოგს კორუფციის გამო დაიჭერს, ოღონდ საკუთარი თავი გადაირჩინოს.

იტვირთბა....