ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, ამით საკუთარ პიროვნებას დაუსვამს წერტილს” – წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტს “საცოდაობას” უწოდებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება კანონიერია.

წულუკიანის თქმით, მას სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნაკლები ნდობა გააჩნია და თუ გადაწყვეტს, რომ სააკაშვილი შეიწყალოს, საკუთარ პიროვნებას წერტილს დაუსვამს.

სააკაშვილი არის საცოდაობა, რადგან მან, როგორც იმედმა, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ასე დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერა და დაასრულა ციხეში სისტემური დანაშაულების ჩადენის გამო, რისთვისაც სრულიად კანონიერი სასჯელი აქვს მისჯილი. ასეთი ადამიანი ვის ნამუსზე შეგდებას გადაწყვეტს, ოღონდ თავი დაიძვრინოს კანონიერი სასჯელაღსრულებისგან, პირადად ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა, ბოლომდე მოიხადოს კანონიერი სასჯელი, რომელიც სამართლიანად აქვს მისჯილი და მსუბუქიც კი არის იმასთან შედარებით, რაც ქვეყნის წინაშე აქვს დაშავებული.

ქალბატონ სალომეს რაც შეეხება, ალბათ არ ვიქნები ერთადერთი და საქართველოში უმცირესობაში, თუ ვიტყვი, რომ მისდამი ძალიან დაბალი ხარისხის ნდობა მაქვს, მაგრამ ჩვენი მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტის საკითხი დაუდგინა საკონსტიტუციო სასამართლომ და კონსტიტუციის დამრღვევად არის ცნობილი, თუ გადაწყვეტს, მონაწილეობა მიიღოს ამორალურ ქმედებაში, სააკაშვილი შეიწყალოს, ამით საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, დაუსვამს წერტილს – აღნიშნა წულუკიანმა.

იტვირთბა....