ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თითქმის არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან ქალი დეპუტების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ყველაფერი, ყოველ ჯერზე დაიწყო ამ ქალი დეპუტატების უზრდელობით. […] მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს, თითქმის არ მახსენდება, შეიძლება არის ერთი ან ორი ასეთი, მაგრამ უმეტესობა ამ ქალი დეპუტატებიდან რეგულარულად უზრდელობს რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა. […] ჩვენი დეპუტატების შემთხვევაში, მე არ მახსენდება უზრდელობის ფაქტი, იყო ერთი გადაჭარბებული განცხადება, რასთან დაკავშირებითაც ერთ-ერთმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ბოდიშიც მოიხადა, თუმცა თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ ბოდიშს ოპოზიციონერების მხრიდან და იყო მეორე შემთხვევა, როცა იყო აბსოლუტურად უზრდელური განცხადებები, ამაზე მიეცა ასევე შეიძლება გადაჭარბებული რეაქცია ერთ-ერთმა დეპუტატმა“, – თქვა მან.

იტვირთბა....