ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ხომ ხედავს, რომ პრობლემებია და არც იმედი არ აქვს იმ ადამიანების“ – დოლიძე სააკაშვილის განცხადებაზე

ენმ-ს წევრი, ბაჩო დოლიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს ეხებოდა.

„კონკრეტულად თქვენ რაც გააკეთეთ – თქვენ გარიყეთ ადამიანები პოლიტსაბჭოდან, შესაბამისად, მე ვიქნებიო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეო, სრული უნდობლობა – ხომ ხედავს, რომ პრობლემებია – ყველა მხრივ პრობლემაა და არც იმედი არ აქვს იმ ადამიანების.
ლევან ხაბეიშვილი საუბრობს, რომ ვიღაცას გარიცხავს, ნუ იღებს საკუთარ თავზე ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც თვითონაც იცის, რომ არ იღებს არც პასუხისმგებლობას, არც გადაწყვეტილებას. ერთადერთი, რაც მას შეუძლია გააკეთებინონ, ბრიფინგზე დასვან და ათქმევინონ რაღაც.
რთული და ყველაზე ცუდი რა არის იცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თანახმანი არიან, რომ ოღონდაც სიაში იყვნენ და ოღონდაც პარლამენტში იყვნენ, მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება,“ – თქვა დოლიძემ.

შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა თქვა: „ვიჩქარეთ ადამიანების გაშვება პოლიტსაბჭოდან, მოვუწოდებ დაბრუნდნენ, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი“.

იტვირთბა....