ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ღაზის სექტორში, ინდონეზიურ საავადმყოფოსთან ისრაელის თავდასხმებს 12 ადამიანი ემსხვერპლა“ – Aljazeera

Aljazeera-ს ცნობით, ღაზის სექტორში, ინდონეზიურ საავადმყოფოსთან ისრაელის თავდასხმებს 12 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის არიან ექიმები და პაციენტები.

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოს ტერიტორიის ირგვლივ ისრაელის ტანკებია განთავსებული. ღაზის ერთ-ერთი უდიდესი საავადმყოფოს თანამშრომლებმა დახმარებისთვის გაერო-ს და წითელ ჯვარს მიმართეს.

იტვირთბა....