უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარების აუცილებლობის საკითხზე ისაუბრა.
„ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებისთვის. იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა, ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ახლა გვჭირდება სიგნალი რუსეთისთვის, რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვით“, – განაცხადა ზელენსკიმ.