ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმება მძევლების გათავისუფლების შესახებ.
ნეთანიაჰუმ უარყო ის ინფორმაციაც, რომ ისრაელი განიხილავს წინადადებას სულ მცირე 50 გატაცებულის გათავისუფლების შესახებ და აღნიშნა, რომ თუ მთავრობას რაიმე ექნება სათქმელი, იტყვის.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს მან მიიწვია მძევლების ოჯახების წარმომადგენლები ისრაელის ომის კაბინეტთან შეხვედრაზე.