ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“პუტინი და „ჰამასი“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან – ამერიკა არ დაუშვებს, ეს მოხდეს” – ბაიდენი

პუტინი და „ჰამასი“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან – ამერიკა არ დაუშვებს, ეს მოხდეს – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

“პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან. პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ დაანგრევენ უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ შემდგომი არეულობით. ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს, ეს მოხდეს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის – და მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ“ – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის სტატიაში, რომელიც The Washington Post-ში გამოქვეყნდა.

იტვირთბა....