უკრაინა ევროკავშირისგან სინათლის წლებითაა დაშორებული – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უახლოეს თვეებში სერიოზული პოლიტიკური ბატალიებია მოსალოდნელი, მათ შორის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით და ასევე „მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უკრაინისათვის მიცემული მცდარი დაპირების გამოსწორებასთან“ დაკავშირებით
„უკრაინა ახლა სინათლის წლებითაა დაშორებულია ევროკავშირისგან“, – აღნიშნა ორბანმა.