ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კოლორადოს სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა ფიცი არ დაურღვევია და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია” – „როიტერი“

ტრამპი

“კოლორადოს სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა ფიცი არ დაურღვევია და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია” – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, მიუხედავად ამისა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ტრამპის „ქცევა და სიტყვები იყო კაპიტოლიუმის თავდასხმის ფაქტობრივი მიზეზი და მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი“.

ტრამპის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს არ ჰქონდა ურთიერთობა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს თავდასხმაში და რომ მისი კომენტარები შემთხვევის წინ დაცული იყო სიტყვის თავისუფლების კანონით.

იტვირთბა....