მედიის ცნობით, ღაზიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელსაც 15 დაშავებული ადამიანი გადაჰყავდა, მათ შორის მცირეწლოვნები და მათი ოჯახის წევრები.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.
AFP-ის ცნობით, ღაზას სექტორში დაშავებული პალესტინელი ბავშვები თვითმფრინავით არაბთა გაერთიანებული საამიროებში გადაიყვანეს.
15 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა შორის ბავშვები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, გუშინ რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა, რათა ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტიდან აბუ-დაბიში გაფრენილიყვნენ