მედიის ცნობით, ღაზის სამხრეთ ნაწილში მდებარე შენობაზე ისრაელის სამხედრო ძალების თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
სიენენის“ ცნობით, ისრაელის არმია აძლიერებს კონტროლს ღაზის ჩრდილოეთ ნაწილზე. ამავდროულად, მხარეები ცდილობდნენ შეთანხმების მიღწევას ღაზაში მძევლების გათავისუფლების მიზნით. მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ანკლავში, სულ მცირე, ორი მძევალი გარდაცვლილი იპოვეს.