უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის გეგმების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, „რუსეთი უკრაინაში “მაიდან 3”-ს ამზადებს, მიზანი პრეზიდენტის გადაყენებაა“.
ზელენსკიმ თქვა, რომ რუსულ დეზინფორმაციულ გეგმას აქვს კოდური სახელწოდება „მაიდანი 3“, რაც გულისხმობს კიევის ცენტრალურ მოედანს, რომელიც 2004 და 2014 წლებში აჯანყებების ცენტრი იყო
„ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე მოვიდა ჩვენი პარტნიორებისგან. მაიდანი მათთვის გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.