ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„უკრაინაში, ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, პუტინის გამარჯვებას ვერ დავუშვებთ“ – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა, რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იქ უმძიმესი ვითარებაა.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეები ვერ დაუშვებენ პუტინის გამარჯვებას.

„ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევენ უკრაინას. ეს ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი ნაკლები მხარდაჭერისთვის, ეს არის არგუმენტი მეტი მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

რუსეთი არ ემზადება მშვიდობისთვის, ისინი ემზადებიან უფრო მეტი ომისთვის. ის, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია იმაზე რთულია, ვიდრე იმედი გვქონდა, არ არის არგუმენტი მხარდაჭერის წინააღმდეგ, ეს არის არგუმენტი უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის აღმოჩენის სასარგებლოდ, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერ დავუშვებთ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვებას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

იტვირთბა....