ესპანური მედიის ცნობით, ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, 30-ზე მეტი პირი დააკავეს.
ჩხრეკა ჩატარდა 30-ზე მეტ მისამართზე, მათ შორის ბარსელონაში და კატალონიის სხვა დასახლებებში.
სპეცოპერაცია სახელწოდებით „სჰოდკა“ ესპანეთის ეროვნული პოლიციის, ინტერპოლისა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლობით ჩატარდა.