aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსებმა დონეცკის ოლქში საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს – არის მსხვერპლი

ავიაბილეთები
ავიაბილეთები

გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვო დაბომბეს.

რაკეტა ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. დაღუპულია ერთი ქალი და დაშავებულია რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები.

„სელიდოვო: დაბომბვის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა. გადაარჩინეს ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი დაინგრა. სამწუხაროდ, ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ერთი ადამიანი მაინც რჩება ნანგრევების ქვეშ~, – წერს უკრაინის შს მინისტრი იგორ კლიმენკო ტელეგრამ არხზე.

იტვირთბა....