ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიუსელის ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების ზომები საქართველოშიც გამკაცრდა

 

ბრიუსელში მომხდარი ტერქტების შემდეგ უსაფრთხოების ზომები საქართველოშიც გამკაცრდა  – ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

„გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე”, – აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. არიან დაჭრილებიც და გარდაცვლილებიც, თუმცა, მათი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. აეროპორტში გაუქმებულია ყველა რეისი და შენობიდან ევაკუირებული არიან ადამიანები. რამდენიმე ხნის შემდეგ აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროსადგურ „მაელბიკშიც“, იქაც ჯერჯერობით უცნობია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ.   როგორც СNN-ი იტყობინება,  ბრიუსელში თავდასხმების შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა, 130-ზე მეტი კი დაშავდა.

იტვირთბა....